logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: განმუხურში, ბოტანიკური ბაღი აშენდება, რომელსაც ფონდი "ქართუ" დააფინანსებს
- +

26 სექტემბერი. 2016. 23:16



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა იწყება.


როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, განმუხურში უნიკალური სასტუმროს მშენებლობა 26 სექტემბერს დაიწყება.


სასტუმროს მშენებლობას, რომელიც გამყოფ ზოლთან იქნება, თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს. სასტუმროს უკან კი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით იგეგმება ბოტანიკური ბაღის მშენებლობა.


„აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი. უკანა ზოლი არ არის გამწვანებული. გამიჩნდა იდეა, იქ ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა, რეკრეაციული ზონაა და კოლხური ჯიშის ბევრ მცენარეს გადავარჩენთ, რაც გადაშენების პირასაა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ უნიკალურ მცენარეებსაც და კარგი ბოტანიკური ბაღი აშენდება",- განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner