logo_geo
eng_logo
ნიკო ფიროსმანაშვილის „შველი წყლის პირას“ ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა- ფონდ „ქართუს“ საჩუქარი საქართველოს
- +

27 სექტემბერი. 2016. 00:24



ფონდი ქართუ" საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად ნიკო ფიროსმანაშვილის შედევრს შველი წყლის პირას" გადასცემს.


ნახატის გადაცემის ცერემონია, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.


„შველი წყლის პირას" ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათი Sotheby's აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას"  იმავე აუქციონზე მეორედ 2016  წელს გამოიტანეს გასაყიდად. ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა.


სურათი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას შეუერთდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner