logo_geo
eng_logo
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდთან აქცია „ჩემი საქართველო აქ არის“ გაიმართა
- +

27 სექტემბერი. 2016. 00:27



ზუგდიდში "ქართული ოცნების"  მაჟორიტარობის კანდიდატები, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მხარდამჭერები ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ და აქცია „ჩემი საქართველო აქ არის" გაიმართეს. აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულებს.


„ეს არის დღე,  რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს დიდ ტკივილს, აფხაზეთის მიწა- წყალს. აქ მოვედით,  რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა  - ჩვენ გვენატრება აფხაზეთი, გვენატრებიან ჩვენ აფხაზი და- ძმები. კიდევ ერთხელ ვუგზავნით მათ გზავნილს, რომელიც არის მშვიდობის, სიყვარულისა და ერთობისკენ მოწოდება", -განაცხადა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner