logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: გაუბედურებული ზის უკრაინაში
- +

27 სექტემბერი. 2016. 00:47



„საკუთარ გუნდზე აგრძელებს ისევ შემაგრებას, რომ ბოლომდე არ ჩამოეშალოს. მე ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენ, სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი",- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ თუ ჩამოვა ციხეში მოხვდება.


„რუსთავი 2" რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის, ჭეშმარიტების ეტალონი. სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად და მათგან გაკეთებული ეგზიტპოლი როგორი იქნება ბოლო ვერდიქტი. ნუ დაძაბავს მიხეილ სააკაშვილისგან ნახსენები წარღვნა მოსახლეობას. კიდევ ერთხელ მივანიშნებ, რომ საკუთარ გუნდზე აგრძელებს ისევ შემაგრებას, რომ ბოლომდე არ ჩამოეშალოს. მე ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენ, სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს, ეშინია დაკეტილი სივრცის, კარგად იცის, რომ ეგრევე შეიყვანენ. სად ჩამომსვლელია, ადგილ-ადგილ ამას ჰპირდება საკუთარ გუნდს, რომ გაამაგრონ და არ ჩამოიშალონ. რომელი წარღვნით გვემუქრება და რომელი დემოკრატიის აღზევებით. კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ. უნდათ, რომ როგორმე გუნდი გაამაგრონ. არაფრის თავი არ აქვთ ამ საცოდავებს. ეგეც გაუბედურებული ზის იქ და ვერ ახერხებს საკუთარ სახელმწიფოში ჩამოსვლას, კანონდებლობის დაცვას",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner