logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სანდრა რულოვსი ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს
- +

27 სექტემბერი. 2016. 02:20



დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ სააკაშვილის მაოხრებელი სანდრა რულოვსი გზირის როლს ვეღარ ასრულებს, რადგან უკვე წარსულია და მისი დრო დამთავრდა.


სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობას იღებს.


„დღეს ეს იმ „გრანდიოზულ" მიტინგზეც კარგად გამოჩნდა, რომელიც სანდრა რულოვსმა ზუგდიდში ჩაატარა. მიტინგიდან კადრებიც კი არ აჩვენეს, გეგმა ფაქტიურად ჩაეშალათ და ვერაფერი ვერ გააკეთეს. ერთადერთი, რაც სააკაშვილს დარჩა თხუნელობაა, რომელმაც შეიძლება,  მიწა გათხაროს. სააკაშვილის შესახებ მითი დამთავრდა. ეს მისმა თანაგუნდელებმა ყველაზე კარგად იციან. მათ იციან, რომ სურვილის მიუხედავად, არეულობას ვერ მოაწყობენ. პოლიცია წესრიგს დაიცავს და დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ გაბედავს.

 

დღეს საარჩევნო გარემო ისეთი მშვიდია, როგორც არასდროს. ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. მე და ზვიად ძიძიგური ზუგდიდის ქუჩებში, სოფლებში დავდიოდით  და ვხედავდით, რომ საარჩევნო გარემო იმდენად მშვიდია, მოწინააღმდეგის პლაკატის ჩამოფხეკვის ან პლაკატზე პლაკატის გადაკვრის სურვილიც კი არ უჩნდება. სააკაშვილს თავისი თანაგუნდელები ატყუებენ, რომ აქ არეულობას მოაწყობენ. თვითონ კი, აქ ჩამომსვლელი არ არის", - განაცხადა სუბარმა.


როგორც სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" კოზირი სანდრა რულოვსის გამოყვანა იყო, რომელსაც ხალხი დაუჯერებდა, მაგრამ ეს მითი მაშინვე დაიმსხვრა, როგორც კი რულოვსს ჟურნალისტმა პირველი შეკითხვა დაუსვა.


„სანდრა რულოვსს პასუხი არცერთ კითხვაზე არ აქვს და ის ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს. მაგალითად, თუ ეს ადამიანი თავისი შვილის სწავლას სახელმწიფო სახსრებით აფინანსებდა, ეს რამდენად კანონიერი იყო, უნდა აგოს თუ არა ვინმემ ამაზე პასუხი და ასე შემდეგ.  გარდა ამისა, არცერთი ლიდერი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" სახე იყო, სანდრა რულოვსის გვერდით არ დგას და შერჩა ეს ერთი საწყალი მელია. გოკა გაბაშვილი რომ სანდრას გვერდით გამოჩნდეს, რამეს შემატებს?! ან - ბოკერია, თარგამაძე, გოგორიშვილი. ისინი მის გვერდით ვეღარ ჩნდებიან, რადგან იმიჯი განულებული აქვთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner