შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე, შსს-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიციის პოლიტიკისგან კიდევ უფრო შორს ყოფნა.
როგროც მინისტრმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, კანონით გათვალისწინებული ნორმებით იმოქმედებს შსს, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.
„გავეცი ბრძაბენა, რომ არც ერთი პოლიციელი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავიანთი არჩევანი და პოლიტიკური სიმპათიები მათ შეუძლიათ დააფიქსირონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აძლევენ ხმას. ამ არჩევნებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან და შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ სტანდარტი, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული, პროფესიული უწყებაა. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ვახდენთ არჩევნებისთვის ჩვენი სამუშაოს ორგანიზებას და რესურსებს ისე გადავანაწილებთ, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე პოლიციის რეაგირება იყოს სწრაფი და ეფექტიანი. ამჟამად მიმდინარეობს რისკების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა.
მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, პოლიცია ისე იმოქმედებს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. სწორედ კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა", - განაცხადა მღებრიშვილმა.