logo_geo
eng_logo
27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
- +

27 სექტემბერი. 2016. 04:59



27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენს.


ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner