საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, მემორიალთან, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, განაცხადა რომ ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც ამ ტრაგიკულ ომში დაიღუპა.
„ერთიანი, ძლიერი საქართველოს შექმნა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება იქნება შედეგი ჩვენი მშვიდობიანი, ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამისთვის ვმუშაობთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში დაღუპული 28 გმირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და შეტანილი წვლილისათვის, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.