„რამდენიმე კვირაა რაც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" გამოჩენამ უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგი და ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიაფდა მედიკამენტები", - „ახალგაზრდული ცენტრის" წევრი დავით ჩიხელიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ის გახლდათ, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იქნებოდა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ჯანდაცვის რეფორმის შემდეგ მისასალმებელია, რომ უკვე წამლებზე ხელმისაწვდომობაც აქვს ჩვენს მოსახლეობას.
წინა მთავრობის პირობებში, მუდამ გვესმოდა, რომ საქართველოში გახლდათ კონკურენტული ბაზარი, რეალურად კი ჩვენს ქვეყანაში იყო ოლიგოპოლია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კონკურენციათან. ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა ერთმანეთან შეთანხმების გზით, ბაზრიდან მოახდინეს მცირე მოთამაშეების განდევნა, რამაც გამოიწვია კონკურენციის შემცირება, ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახა ფასებზე.
ჩვენ ასევე გვახსოვს, როდესაც სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელი პარალელურად გახლდათ მედიკამენტების მწარმოებელი, საავადმყოფოს მფლობელი და ა.შ. ეს კი განვითრებული ქვეყნისთვის წარმოუდგენელია.
უნდა ავღნიშნოთ, რომ იაფი მედიკამენტი არ ნიშნავს უხარისხოს. „ჰუმანითი ჯორჯიას" პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ქართულ ბაზარზე გაიზარდა კონკურენცია, რაც ხელს უწყობს მედიკამენტების გაიაფებას, ხარისხის ზრდას და ბაზრის სრულყოფილ განვითარებას. ამით მოგებული კი მომხმარებელი დარჩება.
მომავალში იმედს ვიტოვებთ, რომ მოხდება სხვა სფეროების დივერსიფიკაცია, რაც მომხმარებელს მისცემს ფართო არჩევანის შესაძლებლობას და დაბალ ფასებს. კონკურენცია მუდამ ზრდის ეკონომიკას და ბაზარს.
საპარტნიორო ფონდისა და „ჰუმანაითი ჯორჯიას" ერთობლივი პროექტის შედეგად რამდენიმე წელიწადში საქართველოს შეემატება მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ამიერკავკასიაში საუკეთესო იქნება. განხორციელებდა 130 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგომ 450-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს", - აცხადებს ჩიხელიძე.