logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მინდა, ყველა საგანში კომპიუტერული თამაშები გაჩნდეს…
- +

27 სექტემბერი. 2016. 11:18



განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას სურვილი აქვს, საგნებზე მორგებული კომპიუტერული თამაშები შეიქმნას.



კომპიუტერები წელსაც დავარიგეთ. იზრდება მათი რაოდენობა, ვისაც კომპიუტერი დაურიგდა. ოღონდ, ეს მაინცდამაინც სასიხარულო ამბავი არ არის, რადგან, რაც გვიჭირს - კონტენტი, სასწავლო თამაშია... ფუტლიარი აქვთ და შიგნით ჩასადები რაღაცეები არ აქვთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ, ფაქტიურად ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას ვხვდებით და გვინდა, კონტენტის მუდმივმოქმედი წარმოება გავაკეთოთ, ოღონდ, არა ჩვენი დაკვეთით, არამედ აქაც გავხსნათ ბაზარი და ვთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ, ფული ვუხადოთ კომპანიებს, რომლებიც ისეთ საიტებს, თამაშებს გამოიგონებენ, რომლებიც ბავშვებს გამოადგებათ. მაგალითად, ჩვენ ვაპირებთ, ვეფხისტყაოსნის" კომპიუტერული თამაში გაჩნდეს, მართლა ვაპირებ. თუ, კომპიუტერული თამაში მიესადაგება ქიმიას, იქაც მინდა გაჩნდეს. ისტორიას ვიცით, რომ ნამდვილად მიესადაგება. ყველა საგანში მინდა გაჩნდეს კომპიუტერული თამაშები. ზოგი თამაში პოპულარული გახდება, ზოგი, მაგარი ბანძი იქნება და არავინ ითამაშებს, ჩვენი ჭირიც წაუღია, ანუ, ბევრი უნდა იყოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner