logo_geo
eng_logo
დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში რაშიდ ბეიბუთოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
- +

27 სექტემბერი. 2016. 11:49



27 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, აზერბაიჯანელი მომღერლისა და სახალხო არტისტის რაშიდ ბეიბუთოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება და ფოიეში ხელოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი იქნება რაშიდ ბეიბუთოვის  ვიდეოარქივები სხვადასხვა ოპერებიდან; ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ მარინა ქავთარაძე, ვაჟა აზარაშვილი, თემურ გუგუშვილი, გიორგი მჭედლიშვილი,  მარიამ ბარათაშვილი, ირაკლი მურჯიკნელი, ელდარ გეწაძე.  საღამოს გაუძღვება საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, პროფესორი გიორგი დოლიძე.


ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და Classic Art M Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner