თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დავით ნარმანია საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.
„ყველას, ვისაც დღევანდელი დღე გვახსოვს, გვახსოვს ძალიან მწარედ, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ და თქვენ ხედავთ თითოეული იმ ადამიანის სახელებს და გვარებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ვალი, ყოველთვის გავიხსენოთ ისინი, ყოველთვის მოვეფეროთ მათ ოჯახებს, დავუდგეთ გვერდით და გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მათ მიერ გაკეთებული საქმის მიმართ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.