logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მხოლოდ ნაციონალებს აწყობთ მსგავსი კადრების გამომზეურება!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

14 მარტი. 2016. 16:32



„ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს - სწრაფად წარიმართოს გამოძიება და გამოვლინდნენ დამნაშავეები", - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:



„ყოვლად ამორალური და მიუღებელია მსგავსი რამ ხდებოდეს 21 საუკუნეში
არ დაგვავიწყდეს, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი(პირადი) ცხოვრება, ცხოვრება რომელიც ხელშეუხებელია!

 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამინის დაშანტაჟება მხოლოდ დამარცხებულ, უღირს  ადამიანს შეუძლია.

 

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, დღეს სამწუხაროდ მსგავსი შინაარსის მქონე კადრები ათობით და ათასობით არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე სახელწიფოს საზღვრებს გარეთ, ამ მასალაზე ხელი მიუწვდებათ ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თუ მათთან დაახლოებულ პირებს. დღეს კი სწორედ მათ აწყობთ მსგავსი კადრების გამომზეურება, რათა დარტყმა მიაყენონ სახელმწიფოს.

 

მათ მსგავსი ქმედებით სურთ არეულობის გამოწვევა საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ გამოუვათ, მათ ანკესს ქართველი ხალხი არ წამოეგება. გვახსოვდეს, რომ სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების ავტორს, ყოფილი „მთავარსარდალი" ღირსების ორდენით აჟილდოებდა. ეს სხვა არაფერია თუ არა ცინიზმი და უმაღლესი სახელწიფო ჯილდოს უპატივცემულობა.  (იხილეთ: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2277 )

 

აუცილებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისათვის, გამკაცრდეს კანონი და გამავრცელებელი პირი დასჯილი იქნას უმკაცრესად.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საქმე სწრაფად იქნება გამოძიებული და დადგინდებ პირი რომელმაც ეს უმსგავსოება ჩაიდინია და ამ ფირის გადაღება შეუკვეთა. არ დაგვავიწყდეს, თანამდეროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, არ არის მარტივი მსგავსი დანაშაულის გახსნა.

 

ზოგჯერ საჭიროა დუმილი! დიახ, ამ შემთვევაში საჭიროა გაჩუმდეს იმ ძალის წარმომადგენლები, რომელი ძალაც 9 წელი ქმნიდა და ნერგავდა ართველობის იმ ფორმებს, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ. ამ შემთხვევაში, სწორედ მათი საუბარი, მორალზე გახლავთ ამორალური.

 

 

ქართველებს  მძიმე მომენტში გვჩვევია ერთმანეთის გვერდით დგომა, მწამს, რომ საზოგადოება ახლაც მოახერხებს კონსოლიდაციას, ვიქნებით ისეთი ერთიანი და ძლიერი როგორც არასდროს. ჩვენ ყველანი  ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით დავამარცხებთ სახელწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ  ბინძურ კამპანიას", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner