30 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელზეც „სუხიშვილები" ძველი და ახალი პროგრამით წარდგებიან მაყურებლის წინაშე.
პროექტს წარმოადგენს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და „პირველი ნაბიჯი - საქართველო".
საქველმოქმედო კონცერტი - მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად გაიმართება.
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიღებას, რომელიც ერთადერთია თბილისში და მას "პირველი ნაბიჯი საქართველო" ეწევა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროში და ვებ გვერდზე www.tkt.ge