logo_geo
eng_logo
„დინამო არენაზე“ 2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო
- +

17 თებერვალი. 2016. 13:46


„დინამო არენაზე" 2015 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კატალოგის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მოეწყო. პროექტი სახელწოდებით „სპორტფოტო" პირველად 2014 წელს გაიმართა, წლევანდელი კატალოგი კი მოცულობით და თემატურად გაზრდილია.


ამის მიზეზი ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებია, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა: გრან-პრი ძიუდოში, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და ევროპის სუპერთასი ფეხბურთში.


გარდა ამისა, გამოფენაზე მოხვდა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატში ასახული საინტერესო კადრები. გამორჩეული ინტერესი გამოიჩინა ბოლნისის „სიონის" ახალგაზრდა ფოტოგრაფის გიორგი ჯიქიას ფოტომ. „წელს პირველად მივიღე მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. მოხარული ვარ, რომ მსგავსი ღონისძება ეწყობა სპორტის ფოტოგრაფებისთვის. ეს ჩვენ სტიმულს გვაძლევს. წარმოდგენილი მქონდა ფოტო, რომელიც გადაღებულია, გასულ სეზონში, ბოლნისის „სიონის" და თბილისის „დინამოს" დაპირისპირება. კადრში გახარებული ბოლნისელი ფეხბურთელები არიან, რომლებიც გამარჯვებას ზეიმობენ. დიდი იმედი მაქვს, მე როგორც ფოტოგრაფს, ბევრჯერ მომიწევს ქართული ფეხბურთის წარმატების კადრზე ასახვა", - აღნიშნა გიორგი ჯიქიამ.


წლევანდელი კატალოგის მომზადებაში 26-მა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებმა.

 


წყარო: kvira.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner