საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ქორწინების საკითხს ეხება პარლამენტში ინიცირებულია. ის დღეს 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტის ბიუროს წარედგინა.
ხელმოწერები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით გადაეცა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება.
კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელ პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.