გიორგი გაფრინდაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, აქციის შეწყვეტას არ აპირებენ სტუდენტები. სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრები აცხადებენ, რომ აქციებს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი დანარჩენი მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდება.
სტუდენტები უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და თვითმმართველობის რეორგანიზებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილე სტუდენტების ინფორმაციით, თვითმმართველობის წევრები შესაძლოა შეეცადონ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელების გადაკეტვას. სტუდენტები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, შესაბამისი ზომები მიიღონ.
იხილეთ:
გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოხსნა
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2407