თსუ-ს სტუდენტები რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვენ.
სამართალდამცველებმა და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს რექტორის კაბინეტში შესვლის საშუალება არ მისცეს.
"პაპავამ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ის არის უუნარო და უნდა დატოვოს თანამდებობა", - განაცხადეს თვითმმართველობის წევრებმა.