logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დარტყმას აყენებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯს!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

14 მარტი. 2016. 17:19

 

 

„ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი უკრაინაში 7 თებერვალს მომხდარ ფაქტზე კომენტარს აკეთებს. თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია - ხატია დეკანოიძე სკანდალში ეხვევა.


საქმე ეხება 7 თებერვალს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციამ მიხაილ მედვედევი მოკლა.


თავდაპირველი ინფორმაციით, სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მედვედევი და მასთან ერთად "ბეემვეს" მარკის ავტომობილში მყოფი პირები ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მედვედევი ფხიზელი იყო და მას სკოლის მოსწავლეები ჰყავდა მანქანაში. უკრაინელები მიიჩნევენ, რომ მკვლელობაში დამნაშავე პოლიციაა.



„ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მიხაილ მედვედევი მანქანას ფხიზელ მდომარეობაში მართავდა, ხოლო მისი მგზავრები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამ ყველაფერში საზოგადოება ეროვნულ პოლიციას და მის ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს ადანაშაულებს. მკვლელობა ჩაიდინა პოლიციამ, ხოლო მოკლული ბმვ-ეს ტიპის მანქანას მართვდა. ხომ არ გახსენდებათ ანალოგიური შემთხვევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისში მოხდა? თბილისში მომხდარი შემთხვევის დროსაც ამ ე.წ. სპეცოპერაციას უდანაშაულო ადამიანი შეეწირა! როგორც ხედავთ ყოფილი ხელისუფლების მართვის სტილი მცირედითაც  არ შეცვლილა!  ის კვლავ  ძალადობას, უსამართლობას და ადამიანთა ტერორს ემყარება. მსგავსი მართვის სტილი კი შორს არის დემოკრატიისგან. ის ყველაზე უკეთ  დიქტატურას შეესაბამება. უცხოეთში მოღვაწე  საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის წარმატება (რომელიც ქვეყანას დადებითი კუთხით წარმოაჩენს)  სასიხარულოა ჩვენთვის, მაგრამ ამ შემთვევაში საქმე პირიქით გახლავთ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარად  დარტყმას აყენებენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმიჯს! იმედი მაქვს უკრაინული ხალხი მალე შეძლებს გამორკვევას და მიხვდება თუ როგორ არაპროფისიონალ  და უღირს ძალასთან აქვთ საქმე", - აცხადებს ჩიქოვანი „რეპორტიორთან" საუბრისას.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner