logo_geo
eng_logo
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს
- +

14 მარტი. 2016. 18:07



„სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს გამართულ აქციაში", - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„ხაზგასმით ვაცხადებთ, ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდასაუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა.

 

მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია მკაცრად უნდა იყოს დაცული. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მმართველი პარტია საუნივერსიტეტო რესურსის თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა.

 

პარტია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც გული შესტკივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია პრობლემების გადაჭრის ძალადობრივი გზა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვა", - ნათქვამია განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner