logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: სტუდენტების საპროტეტსო ტალღა დასრულდება მათი გამარჯვებით!
- +

14 მარტი. 2016. 18:18



„სტუდენტების საპროტეტსო ტალღა დასრულდება მათი გამარჯვებით", - ამის შესახებ თსუ-ში მიმდინარე საპროტეტსო აქციასთან დაკავშირებით საუბრისას, „რეპორტიორს" პარლამენტარმა ანი მიროტაძემ განუცხადა. დეპუტატის თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომ  უნივერსიტეტის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს.


„ზოგადად, სტუდეტების სოლიდარობას ვუცხადებ იმ ნაწილში, რომ უნივერსიტეტის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეს არავინ. რაც შეეხება რექტორის გადაყენების საკითხს, არ ვიცი, რატომ უნდა გადადგეს ლადო პაპავა. თუ ეს უკავშირდება ოდეერების არსებობას თსუ-ში, ან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, მაშინ მე ამაში რექტორის დანაშაულს ნამდვილად ვერ ვხედავ. ხოლო თუ ამ თემებთან ბმაშია მისი სახელი, მაშინ ცოტა უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ საკითხში. როცა რექტორის გადაყენებაზეა საუბარი, ამისთვის საჭიროა, უფრო მეტი მტკიცებულება და არგუმენტი, თუ რატომ უნდა დატოვოს ლადო პაპავამ თანამდებობა", - განაცხადა მიროტაძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner