logo_geo
eng_logo
სტუდენტები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ - რა ვითარებაა თსუ-ში
- +

14 მარტი. 2016. 18:23



თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტები ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ამასთან, 6 პირს სახეზე ე.წ. ბენდენები აქვთ აფარებული. ისინი აგრესიული მოქმედებებით გამოირჩევიან, როგორც სტუდენტების, ისე მედიის წარმომადგენლების მისამართით.  



6 პირი, რომელსაც სახეზე ე.წ. ბენდენები აქვს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თსუ-ს დაცვის თანამშრომლებმა შეუშვეს. ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეუერთდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი აქციის მონაწილე სტუდენტებს დაუპირისპირდნენ.


ამავე პირებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილე სტუდენტს ტელეფონი წაართვეს, მოგვიანდებით კი დააბრუნეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner