logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დამნაშავეები ითხოვენ დამნაშავის დასჯას!
- +

14 მარტი. 2016. 19:11



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„როდემდე უნდა ვითმინოთ ქართველთმოძულეთა ტერორი? მთელი საინფორმაციო საშუალებები ნაცებმა და ქართველთმოძულეებმა მომართეს, რომ თავისსავე გადაღებული ბინძური კადრების შექმნა ბიძინა ივანიშვილზე გადაებრალებინათ. საზოგადოება კი ზის და ამას მშვიდად უყურებს.

 

მთავარი სხვა რამ არის. უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ მთელი ეს ვაკხანალია გამოწვეულია და შექმნილია იმ ქართველთმოძულეთა დიდი ჯგუფის მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციაში იდენტურსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი ნორმის დაკანონებას.

 

დღევანდელ ეთერში ცნობილმა ქართველთმოძულეებმა (მაგ. ნინია კაკაბაძემ) ვეღარ დამალეს, რომ ესაა ბრძოლა ე.წ. ლიბერალებსა და ეროვნულებს შორის.

 

ვაანონსებ ქართველთმოძულეთა მორიგ ნაბიჯს- „დააბრალე ყველაფერი, რისი დაბრალებაც საჭიროა მოცემულ მომენტში, გამიზნულად იმოქმედე მის ადამიანურ ღირსებებზე და მერე თვითონ იმართლოს თავი!"

 

ყველაფერი მათ - ქართველთმოძულეთა ხელშია, თითქმის ყველა ძირითადი ტელეარხი, თითქმის ყველა ცნობილი თოქ-შოუ, თითქმის ყველა ე.წ. ცნობადი სახე, უზარმაზარი ფინანსები, მოსყიდული პოლიტიკოსები და ა.შ. უზარმაზარი ბნელი ძალა მომართეს ქართველი ერის წინააღმდეგ, რადგან კარგად იციან რომ ეს ბრძოლა თუ წააგეს, მაშინ ომსაც წააგებენ და ქართველთმოძულეთა დიქტატურა საბოლოოდ დასამარდება.

 

წარსულში არაერთხელ განვაცხადე, რომ საშინელი სიბინძურეები დაიწყებოდა და ჩემი წინასწარმეტყველება ახდა. დღეს სახეზე გვაქვს ქართველთმოძულეთა მიერ შექმნილი, დაგეგმილი და განხორციელებული საშინელი მორალურ-ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის მთავარი მიზანი ეროვნულად მოაზროვნე საზოგადოების დაშინებაა. თავად გადაიღეს ეს საშინელებები, თავად დაამონტაჟეს, თავად გადააკოპირეს, თავად შეინახეს და თავად გაავრცელეს მაშინ, როდესაც დაჭირდათ. ასევე, თავად გააპროტესტეს, თავად დაგმეს, თავად დააბრალეს სხვას და თავადვე ითხოვენ დამნაშავეების დასჯას. დამნაშავეები ითხოვენ დამნაშავის დასჯას და უტიფრობის ყველა ზღვარს გაცდენილები მორალურ მეტრებად ცდილობენ თავის წარმოჩენას.

 

ამ ბინძური და სხვა ასეთივე ბინძური კადრების ავტორები მიხეილ სააკაშვილი, მეგის ქარდავა, ახალაიები, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვა ქართველთმოძულეები არიან. ის ქართველთმოძულეები, რომლებიც არც ჩემი და არც თქვენი მეგობრები არ ყოფილან არასდროს. ისინი იმ ხალხის მეგობრები, პატრონები იყვნენ და არიან, რომლებიც ყელდაგრძელებულნი, უცოდველი კრავის თვალებით და აღშფოთებული რიტორიკით დღეს გვმოძღვრას ტელეეკრანიდან.

 

მერწმუნეთ ეს მათი უკანასკნელი კუდის მოქნევაა! ამ ბინძური, ამორალური, უზნეო კასტის, რომელიც ყველაფერზე წავა, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს და ქართველობა გადააშენოს. დიახ!!! ისინი კარგად შეიარაღებულნი არიან, ყველა სფერო მოუცავთ და ფინანსებიც უზარმაზარი აქვთ. ჩვენც არც შეიარაღება გაგვაჩნია, არც ფინანსები და არც ხელი მიგვიწვდება ბევრ რამეზე, მაგრამ ამ დროს მახსენდება დიდი დავით აღმაშენებლის სიტყვები-„ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით"! ჩვენთან არს ღმერთი!!!", - ნათქვამია ბრეგაძის განცხადებაში, რომელსაც facebook-გვერდზე ავრცელებს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner