გუშინ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ირაკლი ღლონტის საჩივრის საფუძველზე ზაზა აგლაძე დაკითხვაზე დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ ბლოკ „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა აგლაძესა და „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელ ირაკლი ღლონტს შორის პოლიტიკური დებატების მსვლელობის დროს გადაცემა „პრიორიტეტებში" მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.