logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: მიშას ბანდამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს
- +

27 სექტემბერი. 2016. 12:38


 

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც დღეს გავრცელდა და პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ჩანაწერი თვისებრივ სიახლეს არ შეიცავს, უბრალოდ, მკაფიოდ გამოჩნდა რამდენიმე რამ:

 

მიშას ბანდამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და მხოლოდ სისხლისღვრის და არეულობის გზით ესახება ძალაუფლების დაბრუნება.

 

ცხადია ისიც, რისთვისაც სჭირდებოდათ „რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი. არც სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებული გვირაბის თხრა ყოფილა მხოლოდ ჩიქორთული მეტაფორა.

 

საინტერესოა, ახლა მაინც თუ მიხვდებიან „ნაცმოძრაობის" სიის მეწინავეები, რომ ისინი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ლეღვის ფოთლებად სჭირდებათ?!

 

აუცილებელია მთელი ამ რევოლუციური კამპანიის სამართლებრივი შეფასება - რამდენად თავსდება ამ „ნაცმოძრაობის" საქმიანობა და მიზნები დემოკრატიის ფარგლებში და ხომ არ გადადის ეს ლობიოობაში?!

 

P.S. თუმცა, ერთ სიახლესაც ვხედავთ, გიგი წერეთელი დავაჟკაცებულა და ხეზე შეჯდომასაც აპირებს", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner