logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება აუცილებლად გასამართლდებიან!
- +

27 სექტემბერი. 2016. 12:38



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დღეს „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.



„სასწრაფოდ! უნდა იქნას გამოძიებული გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა, ეს არის დანაშაულებრივი გეგმა სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელმძღვანელობით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით! სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება აუცილებლად გასამართლდებიან ამისთვისაც!

P.S. ბატონ პრეზიდენტს მინდა ვკითხო ისე, მოქმედს, აი, ამ წერეთელს, კადაფივით რომ უპირებს გაფატვრას ბიძინას, აი, ამ კანდიდატს სთავაზობდი ეუთო-ს თავმჯდომარედ ასარჩევად?!" - წერს მანანა კობახიძე „facebook"-გვერდზე.



http://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=24182




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner