ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც დღეს გავრცელდა და სტატუსს აქვეყნებს:
„თავისივე შექმნილი კანონით უნდა დაისაჯოს მიხეილ სააკაშვილი, სასწრაფოდ! მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.
1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე"
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი, 2007 წლის 27 აპრილი", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯღარკავა.