logo_geo
eng_logo
„იდენტობა“ თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს
- +

14 მარტი. 2016. 21:06



"იდენტობა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ სტუდენტებისთვის გამოცხადებულ მხარდაჭერას მიესალმება.


"ვუერთდებით სტუდენტების მოთხოვნებს, კერძოდ კი, თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების (.. ოდეერის ინსტიტუტის) უნივერსიტეტიდან გაყვანას. ასევე, მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, მიმართულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ და სასწავლებლის ადმინისტრირების მოდელის ისეთ ცვლილებისკენ, რომელიც თსუ- მართვის ეფექტურობას გაზრდის. ამავე დროს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველა იმ ადამიანის ქცევა, რომლებიც არსებულ სიტუაციას საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად ან პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის იყენებენ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შეძლებთ პროტესტის აპოლიტიკური ფორმის შენარჩუნებას. ცალკე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ "იდენტობა"- ჩაშლილი კონფერენციის საკითხიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არაერთხელ იქნა წამოწეული და განხილული როგორც მინისტრთან, ასევე უნივერსიტეტის რექტორთან და დეკანებთან შეხვედრისას", - ნათქვამია განცხადებაში.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner