logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ქართული სახელმწიფოებრიობის სირცხვილია!
- +

27 სექტემბერი. 2016. 12:44



„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება.



„მანიაკალური აზროვნების მქონე პოლიტიკური მეტასტაზები. ანტისახელმწიფოებრივი პარტია, რომელიც მზად არის, ხელმეორედ დაღვაროს სისხლი საკუთარი კეთილდღეობისათვის.

პარტია, რომლის ერთადერთი ღირებულება ძალაუფლებაა.

„ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი არის ქართული სახელმწიფოებრიობის სირცხვილი და შავი ლაქა, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება და იქნება მაგალითი იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და პოლიტიკური სისტემა.

უკრაინის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაუოკოს ეს მანიაკალური ამბიციები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე მიხეილ სააკაშვილს, თორემ აღნიშნული ქმედება არ აისახება კარგად ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობაზე.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც მეგობარი ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა და ამავე ქვეყნის მოქალაქე ჩემს ქვეყანაში აანონსებს და აწყობს რევოლუციებს.

8 ოქტომბერს ეს საშინელება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება !

კიდევ ერთხელ ვუხდი ბიძინა ივანიშვილს მადლობას ამ მანიაკების მოშორებისათვის.

მე ვამბობ მადლობას!" - წერს აბესაძე.



http://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=24182




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner