logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მედიის საშუალებით ახდენს
- +

ავტორი ანა ფერაძე

27 სექტემბერი. 2016. 13:01



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მიმდინარე საარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებაზე" საზოგადოებაში არაფრისგამკეთებლების შათაბეჭდილება შექმნას.



„წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულია. იგრძნობა, რომ ეს დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

გარდა ქუჩის ექსცესებისა, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილი იყო საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მედიასაშუალებებით, სოციალური ქსელებით, რომელიც გულისხმობდა მმართველ ძალაზე ცუდი შთაბეჭდილების შექმნას, რომ „ქართული ოცნება" არაფრის გამკეთებელია, უუნაროა.  ხის გადარგვის ფაქტიც კი პოლიტიკურ რანგში გაიყვანეს.

 

„ნაციონალური მოძრაობა" საზოგადაოებაში ქმნის ისეთ გარემოს, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს. საბოლოო ჯამში ეს ქმედებები იმას ემსახურება, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობა" გამოჩნდეს.

 

„ნაციონალური მოძრაობა"  8 ოქტომბერს  „რუსთავი 2"-ის მეშვეობით გამოაქვეყნებს ეგზიტპოლებს, სადაც იტყვის, რომ „ნაციონალები" იგებენ. საღამოს კი „ქართული ოცნება" გამოაცხადებს, რომ გაიმარჯვეს. წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ რაც მოხდება... ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ მოიქცევა არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner