logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

27 სექტემბერი. 2016. 13:24



თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.


გიორგი ალიბეგაშვილმა სრულიად საქართველოს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენა.


„დღეს მოვედით აქ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს, ჩვენს საერთო მომავალს.

 

მათ მიერ გაღებული მსხვერპლი გვავალდებულებს, რომ ომის უმძიმესი შედეგების გამოსასწორებლად ყველაფერი გაკეთდეს.

 

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.


სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 23 წელი შესრულდა.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner