„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით თსუ-ში მიმდინარე მოვლენები მართულ ქმედბებს გავს:
„თსუ-ში მიმდინარე პროცესები ძალიან გავს გარე ძალის ინსპირირებულ ქმედებას, რომლის საბოლოო მიზანი სტუდენტების ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებაა".
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას ითხოვენ.
უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ მოვლენებზე, რაც დღეს უნივერსიტეტში ვითარდება, მასზე პასუხი პაპავამ უნდა აგოს. ისინი შემოვიდნენ უნივერსიტეტის ფოიეში და იქ განაგრძეს აქცია.