ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება შედის და სალონების და ესთეტიკური ცენტრების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
ტექნიკური რეგლამენტი ამის შესახებ დაწესებულებებს უკვე გადაგზავნილი აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალონებს ფულადი სანქციები დაეკისრებათ.