logo_geo
eng_logo
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
- +

27 სექტემბერი. 2016. 13:28



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.



მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება შედის და სალონების და ესთეტიკური ცენტრების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.



ტექნიკური რეგლამენტი ამის შესახებ დაწესებულებებს უკვე გადაგზავნილი აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალონებს ფულადი სანქციები დაეკისრებათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner