logo_geo
eng_logo
საარჩევნო ადმინისტრაციამ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:18


 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.




თამარ ჟვანიამ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი.



„დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირნენ. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენი ხალხი გმირების თავგანწირვას არასოდეს დაივიწყებს", -განაცხადა თამარ ჟვანიამ. 




სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner