logo_geo
eng_logo
სავალან მირზოევი ლემშვანიერას, ნაგებისა და ლელაშხას მცხოვრებლებს შეხვდა
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:28



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მირზოევი სოფლების ლემშვანიერას, ნაგებისა და ლელაშხას მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ ისაუბრა.


გარდა ამისა, როგორც მირზოევმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია სოფელ ლემშვანიერას გაზიფიცირება და ოქტომბრის თვის ბოლომდე დასრულდება.


ლემშვანიერაში, ნაგებსა და ლელაშხაში ეკომიგრანტები ცხოვრობენ და მოსახლეობამ სახლების რეგისტრაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. სავალან მირზოევმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიაწვდის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner