logo_geo
eng_logo
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:29



კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. „ბასლეინები" (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის -„Bus Lane")  დაიხაზა.


საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები „Bus Lane". გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში „Bus Lane"-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ „Bus Lane"-ში  მოძრაობა მათთვის აკრძალულია.


ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში „Bus Lane"-ის დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად  იმოძრავებს.


„Bus Lane"-ის დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება. აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით, კომპანია „მოტ მაკდონალდი" თბილისში „Bus Lane"-ის მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს. ტრანსპორტის სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას მთელი ქალაქის მასშტაბით გეგმავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner