logo_geo
eng_logo
მარინა თექთუმანიძე: ჩვენი ქვეყანა, მტრის ჯინაზე იცოცხლებს და უკეთესი გახდება!
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:32



საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი მარინა თექთუმანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ჩვენი უახლესი ისტორია, სამწუხაროდ, სავსეა დაპირისპირებებით, კონფლიქტებით, მაგრამ აქვეა გმირობის, სამშობლოს სიყვარულის და მისთვის თავგანწირვის დიდებული მაგალითები. ბევრი უსახელო უფლისციხელი გვყავს და ბევრი სახელიანიც. საუკუნეებს გადაწვდება გიორგი ანწუხელიძის, შინდისელი ბიჭების, ჟიული შარტავას და სხვათა გმირობა, მშვიდობის ჟამს სხვისთვის დათმობილი ოთო გურგენაშვილის შეწყვეტილი სიცოცხლე...

 

ამ დილაუთენია ერთმა ამბავმა შემახსენა თავი. რამდენიმე წლის წინათ, ჩემს სართულზე არაჩვეულებრივმა ზუგდიდელმა ცოლ-ქმარმა იქირავა ბინა. ისე დავმეგობრდით, რომ მერე ჯვრისწერის მეჯვარეც გავხდი. ინგა ქვარცხავა ჰქვია ჩემს მეგობარს. ომია ცხინვალის რეგიონში. დილით შემოვიდა ინგა, ტირილისგან თვალები აქვს დასიებული. გულზე შემომეყარა. „გუშინ, გოგამ მითხრა, დედა, ჩემი ტოლები ცხინვალში იბრძვიან და მეც უნდა წავიდეო, მთელი ღამე ვტიროდი." „მერე შენ უარი უთხარი?" - ვკითხე. „არა, რას ამბობ, სხვისი შვილები კვდებიან სამშობლისთვის და დაე, ჩემი შვილიც მათ გვერდით იყოს!" - მიპასუხა. აი, სანამ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედის სული გადმოედინება ქართველ დედებში, სანამ ასეთი მაღალი სულის დედები დადიან საქართველოში და ზრდიან შვილებს, ჩვენი ქვეყანა, მტრის ჯინაზე იცოცხლებს და უკეთესი გახდება!" - წერს მარინა თექთუმანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner