logo_geo
eng_logo
ირაკლი შიოლაშვილი: ბატონი ბიძინას საქმეებზე მემატიანე დაწერს
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:40



 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული საქმეების შესახებ მემატიანე დაწერს.


 

„ჩვენ წინა ხელისუფლებიდან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. ყველაზე კარგ საქმედ, რაც ითვლებოდა, ეს იყო მილის ამოღება და ჯართში ჩაბარება. მთელი კახეთი მარაგდებოდა ლაგოდეხიდან. ლაგოდეხის მომავალი მილიც კი ჯართშია ჩაბარებული.

 

რაც შეეხება, რა გავაკეთეთ, ყველა ცენტრალური ქალაქი დაპროექტებულია, დატენდერებულია, ფული მოზიდულია და სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ითქვა, რომ „ზიმო" არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის. ძალიან ხშირად ახსენეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენმა ოპონენტებმა. მე ერთ რამეს გეტყვით, არსებობს სახელი მემატიანე. მემატიანე დაწერს ბატონი ბიძინას გაკეთებულ საქმეებს და ეს „ზიმო" საერთოდ არ არის ბატონ ბიძინასთან კავშირში.

 

გაზაფხულზე, ვინმეს უნდა თუ არა, წნორში იქნება 24-საათიანი წყალი, დედოფლისწყაროსაც, ყვარელსაც, ლაგოდეხსაც. როგორც კი ეს დამთავრდება, დაიწყება ქუჩების გადაგებაც", - განაცხადა შიოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner