logo_geo
eng_logo
„გამოაგდეს თბილისიდან - გავაძევებთ ოდესიდან“ - ოდესელები სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ
- +

14 მარტი. 2016. 21:26


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, ოდესაში ხელმოწერები გროვდება.


რუსული პრესის ინფორმაციით, ოდესელებმა ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე დააფიქსირეს. უკრაინის პრეზიდენტისთვის პეტიციის გადასაგზავნად კი, 25 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.


ოდესის ქუჩებში რამდენიმე ავტომანქანა მოძრაობს, რომელზეც დიდი ზომის კარიკატურებია გაკრული წარწერით - „გამოაგდეს თბილისიდან - გავაძევებთ ოდესიდან".


პლაკატების გამოჩენის გამო, ოდესაში სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის დაპირსპირება რამდენჯერმე უკვე მოხდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner