საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, ოდესაში ხელმოწერები გროვდება.
რუსული პრესის ინფორმაციით, ოდესელებმა ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე დააფიქსირეს. უკრაინის პრეზიდენტისთვის პეტიციის გადასაგზავნად კი, 25 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.
ოდესის ქუჩებში რამდენიმე ავტომანქანა მოძრაობს, რომელზეც დიდი ზომის კარიკატურებია გაკრული წარწერით - „გამოაგდეს თბილისიდან - გავაძევებთ ოდესიდან".
პლაკატების გამოჩენის გამო, ოდესაში სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის დაპირსპირება რამდენჯერმე უკვე მოხდა.