logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: განმუხურის ბოტანიკურ ბაღში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
- +

27 სექტემბერი. 2016. 14:43



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ" და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განმუხურის ბოტანიკური ბაღის და სასტუმროს მშენებლობას იწყებს.


„ფონდი „ქართუს" დაფინანსებით, აქ, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შეუწყობს ხელს.

 

ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვალავიან სასტუმროს", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის განცხადებით, განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა და მისი უნიკალური ფუნქცია იქნება კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner