ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" წევრმა გიგა ბუკიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შესაძლო რევოლუციის სცენარზე ესაუბრება და აღნიშნა, რომ მიხელი სააკაშვილის ოცნებაა, საქართველოში რევოლუცია მოახდინოს, მაგრამ ამ ოცნებას ასრულება არ უწერია.
„მიხეილ სააკაშვილის ოცნებაა, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინოს, მაგრამ ამ ოცნებას ასრულება არ უწერია. დღეს საქართველოში რევოლუციური განწყობა არ არის. ხელისუფლება სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
მოსახლეობას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ამავე დროს აქტიურები იყვნენ. ამომრჩეველი 8 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიდეს, თავისი ხმა დააფიქსიროს და აირჩიოს ისეთი მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს", - აღნიშნა გიგა ბუკიამ.