„BBC"-ის ცნობით, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციიდან (MIT) 87 თანამშრომელი დაითხოვეს, 52-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში არის ეჭვმიტანილი.
სააგენტო „ანადოლუს" ცნობით, სადაზვერვო სამსახურში შემოწმება კვლავ გრძელდება.
ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამსახური დატოვა ათასობით მოსამართლემ, პოლიციელმა, სამხედრომ, მასწავლებელმა და სახელმწიფო უწყებების სხვა თანამშრომლებმა. ე.წ. წმენდა შეეხო მედიასაშუალებებსაც.