logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: დროა, ყველა პოლიტიკური ძალა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე ფიქრობდეს
- +

27 სექტემბერი. 2016. 15:55


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა, ყველა პოლიტიკური ძალა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე ფიქრობდეს.



საკუთარ ქვეყნაში დემოკრატიული პროცესებისათვის ძალადობრივი გზით ხელშეშლის მცდელობაზე ფიქრიც კი დიდი ბოროტება და საქართველოს მტრების წისქვილზე წყალის დასხმაა.

განა ვინ შეიძლება იყოს დასავლური ცივილიზაციისაკენ მშვიდობიანი სვლის იმაზე მზაკვრული მოწინააღმდეგე, ვინც არ ცნობს დემოკრატიული არჩევნების შედეგებს და სისხლიან სცენარზეც თანახმაა ძალაუფლების მოსაპოვებლად?!

ევროკავშირი ომზე და ძალადობაზე გამარჯვების სიმბოლოა, საბჭოთა კავშირი კი ძალადობასა და ტკივილზე დაფუძნებული კონგლომერატი იყო. იძულებაზე დამყარებული ხელისუფლება უკვე წარსულია და ქართული სოლიდარული საზოგადოების იმუნიტეტი მტრულ ბაცილას ადვილად ამოიცნობს და შესაბამის სამარცხვინო ადგილსაც მიუჩენს.

დღეს სოხუმის დაცემის დღეა და დროა, ყველა პოლიტიკური ძალა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე ფიქრობდეს. სოხუმისა და ცხინვალისაკენ მიმავალ გზაზე სოციალურ, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ალტერნატივა არ გააჩნია", - წერს ბრეგაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner