logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: დარწმუნებული ვარ, სულ მალე, ჩვენი აფხაზი ძმები გამთლიანებულ საქართველოში გააგრძელებენ ცხოვრებას
- +

27 სექტემბერი. 2016. 15:58


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.



„23 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა. ჩვენ კიდევ ერთხელ, ქედი უნდა მოვიხაროთ მათი გმირობის წინაშე. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას და ქვეყნის  კიდევ უფრო განვითარების პარალელურად, დარწმუნებული ვარ, სულ მალე, ჩვენი აფხაზი ძმები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და გამთლიანებულ საქართველოში გააგრძელებენ ცხოვრებას," - განაცხადა კახა კახიშვილმა.



სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დამთავრდა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner