logo_geo
eng_logo
ხათუნა ლაგაზიძე: ჩათვალეს, რომ ჩვენ უკვე მოგვინელეს და ახლა ჩვენს შვილებს მიადგნენ!
- +

14 მარტი. 2016. 22:19


„საქართველოს განვითარების ფონდი" -ს წევრი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც თსუ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება:



„ჩათვალეს, რომ ჩვენი თაობა უკვე ანგარიშში ჩასაგდებიც აღარ არის, უკვე გაგვთელეს, მოგვინელეს და ახლა ჩვენს შვილებს მიადგნენ: ახლა რაც ხდება, ეს ბარბაროსული მორალური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ, ეს ჩვენი შვილების თაობის განადგურებას ემსახურება, ისინი არიან სამიზნე - ჩვენი შვილები უნდა ჩაკლან მორალურად, გატეხონ და გაანადგურონ, რომ აღარასდროს გაუჩნდეთ ასეთი ქვეყნისთვის ბრძოლის სურვილი.

 

ადამიანებო, დედებო, მამებო - არ დავუშავთ, რომ ჩვენი შვილები გადათელონ! დავდგეთ ერთად ჩვენი შვილების გადასარჩენად! ჩვენ დაგამარცხებთ, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შვილების სახელით, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს!"- წერს ლაგაზიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner