logo_geo
eng_logo
თბილისის „დინამოს" ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნის
- +

27 სექტემბერი. 2016. 16:11



ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის „დინამომ" მთავარი მწვრთნელი იური იარაბეკი გაათავისუფლა და მას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შეცვლის.


სხვადასხვა ცნობების თანახმად, გუნდში საქართველოს ნაკრების და „დინამოს" ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე ბრუნდება, რომელიც ბოლოს 21-წლამდელების თავკაცი გახლდათ.



ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დინამოში" მალხაზ ჟვანიას აბრუნებდნენ, თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა.



შეგახსენებთ, რომ საშა ჩივაძე თბილისურ საფეხბურთო ფლაგმანში 1974 წლიდან 1987 წლამდე თამაშობდა და 324 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის საოცარი შედეგია. მას მეორე „ფრანც ბეკენბაუერად" მოიხსნებიებდნენ და ერთადერთი ქართველია, რომელიც საბჭოთა ნაკრების კაპიტნის სტატუსით სარგებლობდა. მონაწილეობდა 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner