logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მაშინვე მოხდება!
- +

27 სექტემბერი. 2016. 16:34



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაშინვე დააკავებენ.


ამის შესახებ მღებრიშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რის საფუძვლადაც სააკაშვილის დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე გამოცემული განჩინება დაასახელა.

 

„არსებობს სასამართლოს განჩინება მისი დაპატიმრების თაობაზე, რის საფუძველზეც იგი შს სამინისტროს ძებნილთა ბაზაში იმყოფება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იგი დაკავებული იქნება საზღვრის გადმოკვეთისთანავე, რასაც ითვალისწინებს პოლიციის მიერ ძებნილი პირების დაკავების სტანდარტული პროცედურა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner