პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის ჩანაწერს ეხმაურება.
„ჩანაწერში საუბრის მონაწილენი ერთმანეთს მოუწოდებენ არჩევნების ჩაშლისკენ, სახელმწოფო გადატრიალებისკენ, მასობრივი არეულობისკენ, სისხლისღვრისკენ, ძალადობისკენ, ადამიანების წამებისა და გაუპატიურებისკენ, რაც სახელმწიფოსა და ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.